Accentnews.ge
საქართველოში ადგილწარმოშობის დასახელების 24 ღვინოა დარეგისტრირებული, მათგან 4 მიმდინარე წელს დაემატა

საქართველოში ადგილწარმოშობის დასახელების 24 ღვინოა დარეგისტრირებული, მათგან 4 მიმდინარე წელს დაემატა

16/12/2020 08:23:30 საზოგადოება

საქართველოში რეგისტრირებულ დაცულ გეოგრაფიულ ადგილწარმოშობის დასახელებებს, 2020 წელს ოთხი ღვინო დაემატა, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დავითაშვილმა სამინისტროს 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

"მევენახეობა-მეღვინეობის დარგისთვის, 2020 წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების სისტემის განვითარების მიმართულებით. საქართველოში რეგისტრირებულ დაცულ გეოგრაფიულ ადგილწარმოშობის დასახელებებს, 2020 წელს ოთხი ღვინო დაემატა: „სალხინოს ოჯალეში“, „ახმეტა“, „წარაფი“ და „ახოები“.

ამ ეტაპზე, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში „საქპატენტი“ ადგილწარმოშობის დასახელების 24 ღვინოა დარეგისტრირებული: „ქინძმარაული“, „მანავი“, „კახეთი“, „ნაფარეული“, „თელიანი“, „მუკუზანი“, „წინანდალი“, „ახაშენი“, „გურჯაანი“, „ხვანჭკარა“, „ატენი“, „სვირი“, „ვაზისუბანი“, „კარდენახი“, „ტიბაანი“, „ტვიში“, „ყვარელი“, „კოტეხი“, „ხაშმის საფერავი“, „ბოლნისი“, „სალხინოს ოჯალეში“, „ახმეტა“, „წარაფი“ და „ახოები“, – განაცხადა დავითაშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S