Accentnews.ge
ჭოხონელიძე: „დამსაჯეს: ტაძარში შობას საგალობელს აღარ შევასრულებ“

ჭოხონელიძე: „დამსაჯეს: ტაძარში შობას საგალობელს აღარ შევასრულებ“

16/12/2020 08:21:23 საზოგადოება

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ამბობს, რომ ეთერში გაკეთებული ანტიდისკრიმინაციული განცხადების გამო დასაჯეს და შობის ღამეს ტაძარში საგალობელს აღარ შეასრულებს.

"ეთერში ღიად გამოვხატე ჩემი დამოკიდებულება ჩემთვის მიუღებელი საკითხისადმი: მიუხედავად იმისა, რომ არ მოგწონს ადამიანის რელიგიურ მრწამსი, რასა თუ ორიენტაცია - ამიტომ უნდა ჩაიქოლოს ადამიანი, ამიტომ ადამიანის დისკრედიტაცია ხდება, ამიტომ სამსახურებიდან ათავისუფლებენ, თუ არ მუშაობს, არ ღებულობენ, აბულინგებენ... ამის წინააღმდეგ წავედი.

ამის შემდეგ "ტოლერანტ ადამიანთა ჯგუფმა" გადაწყვიტა, რომ შობის ღამეს, როცა მე ტაძარში ვდგავარ და ვასრულებ საგალობელს, აღარ უნდა მემღერა. გარკვეული სამაგიერო გადამიხადეს, თავიანთი "დიდსულოვანი ბუნებიდან" გამომდინარე, მე დამსაჯეს", - განაცხადა მომღერალმა „ტვ პირველის“ ეთერში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S