Accentnews.ge
მერია მარჯვენასაჭიან ტაქსებს საქმიანობის უფლებას უხანგრძლივებს

მერია მარჯვენასაჭიან ტაქსებს საქმიანობის უფლებას უხანგრძლივებს

16/12/2020 08:14:30 საზოგადოება

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, “ბ” კატეგორიის მარჯვენასაჭიან ტაქსის მძღოლებს კიდევ ერთი წლის ვადით ექნებათ შესაძლებლობა, საქმიანობა გააგრძელონ.

“ტაქსების რეფორმის შედეგად ჩვენ გვაქვს ორი მიმართულება. ერთი არის “ა” კატეგორიის ტაქსის მძღოლები - ეს არის თეთრი ტაქსები, სპეციალური მანათობლით, ლიცენზირებულები, რომლებიც ქალაქში გადაადგილდებიან, ეს იყო რეფორმის პირველი ტალღა და მეორე არის “ბ” კატეგორიის ტაქსები, რომლებიც მხოლოდ აპლიკაციით მუშაობენ. “ბ” კატეგორიაში ჩვენ მივეცით შესაძლებლობა, მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მძღოლებსაც, ჰქონდეთ ამ სერვისის განხორციელების შესაძლებლობა. თუმცა ეს იყოს დროში ჩაკეტილი. მათ ამის შესაძლებლიბა ჰქონდათ 2021 წლამდე, თუმცა ყველას კარგად ესმის არსებული რთული ვითარება, პანდემია, ეკონომიკური პრობლემები და გვინდა, რომ ეს უფლება მათ ერთი წლით გავუხანგრძლივოთ და 2022 წლამდე “ბ” კატეგორიის მარჯვენასაჭიან ავტომობილებს კიდევ ერთი წლის ვადით ექნებათ შესაძლებლობა, გააგრძელონ საქმიანობა”,- განაცხადა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S