Accentnews.ge
ტიკარაძე:" თუ გახსნა არ იქნება გონივრული, ჯანდაცვის სისტემაში იქნება კოლაფსი"

ტიკარაძე:" თუ გახსნა არ იქნება გონივრული, ჯანდაცვის სისტემაში იქნება კოლაფსი"

16/12/2020 07:02:13 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციები მკაცრი არ არის. ტიკარაძეს ამის მაგალითად თბილისში ავტომანქანების მოძრაობას ასახელებს.

"ამ ეტაპზე, გვაქვს საფუძველი ვისაუბროთ მხოლო და მხოლოდ ინფექციის გავრცელების სტაბილიზაციაზე. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, სტაბილიზაციის შენარჩუნება ხანგრძლივ ჭრილში მოხდეს. დღესდღეობით გვყავს 3-4 ათასი ახალი შემთხვევა, მოლოდინი იმის, რომ ერთ კვირაში 2000-2500 შემთხვევა გვექნება სტაბილურად, არ გვაქვს. ვინაიდან, თუ ჩვენ დავაკვირდებით ქალაქში მოძრაობას, დავინახავთ, რომ ის შეზღუდვები, რომელიც შემოღებულია, ნამდვილად არ არის მკაცრი", - განაცხადა ტიკარაძემ "იმედის" ეთერში.

მისი თქმით, თუ შეზღუდვების მოხსნა "გონივრული არ იქნება" და მოსახლეობა რეგულაციებს არ შეასრულებს, ჯანდაცვის სისტემაში კოლაფსი მოხდება:

"ევროპაში გადადიან სასტიკად მკაცრ შეზღუდვებზე და სრულაიდ შეჩერებულია მოძრაობა. თუ ჩვენ გონივრულად არ შევამსუბუქებთ შეზღუდვებს გვექნება 4 000 ინფიცირებულის გეომეტრიული ზრდა, რომელიც ჩვენ, საბოლოოდ, სულ რამდენიმე კვირაში მოგვცემს 15 000-დან 20 000-მდე ინფიცირებულს, რაც ჯანდაცვის სისტემისთვის რთულად გასაძლები იქნება. იმ შემთხვევაში თუ ჩვენი გახსნა არ იქნება გონივრული და არ გავითვალისწინებთ იმას თუ რამდენად შევძლებთ დატოვებული რეგულირებების მაღალი ხარისხით აღსრულებას, ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სისტემაში იქნება სრული კოლაფსი".

ტიკარაძის თქმით, სადღეისოდ ჯანდაცვის სისტემას ერთდროულად 30 000-მდე ინფიცირებულის მართვა შეუძლია.

მთავრობის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ–ინფიცირების 3 487 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 495 პირი, გარდაიცვალა 39 ადამიანი.

„მნიშვნელოვანია, რომ გაზრდილი ტესტირების ფონზე, ნარჩუნდება დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის სტაბილური მაჩვენებელი, მეტიც, ბოლო პერიოდში, დაწესებული შეზღუდვების ფონზე, სახეზეა ინფიცირების გავრცელების შემცირების ტენდენცია“,– აღნიშნეს მთავრობის ადმინისტრაციაში.

ქვეყანაში ჯამში კოვიდ–ინფიცირების 198 387 შემთხვევაა აღრიცხული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 167 281-მდე, გარდაიცვალა 1 922 პირი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 943 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 477 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 466 PCR ტესტით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S