Accentnews.ge
ბაიდენი ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე მიჩიგანის ყოფილი გუბერნატორის დასახელებას გეგმავს

ბაიდენი ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე მიჩიგანის ყოფილი გუბერნატორის დასახელებას გეგმავს

16/12/2020 06:55:43 მსოფლიო

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე მიჩიგანის შტატის ყოფილი გუბერნატორის ჯენიფერ გრენჰოლმის წარდგენას გეგმავს.

61 წლის გრენჰოლმი მიჩიგანის შტატის გუბერნატორის თანამდებობაზე ორი ვადით, 2003-2011 წლებში მსახურობდა. იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის სენატი ჯენიფერ გრენჰოლმს ენერგეტიკის მინისტრად დაამტკიცებს, იგი აშშ-ის ისტორიაში მეორე ქალი ენერგეტიკის მინისტრი იქნება პირველი ქალი აღნიშნულ თანამდებობაზე ჰეიზელ ო’ლირი იყო, მას ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობა 1990-იან წლებში ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს ეკავა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S