აშშ-ის სენატში „რესპუბლიკელთა“ უმრავლესობის ლიდერმა მიტჩ მაკკონელმა ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
16/12/2020 06:46:34 მსოფლიო
აშშ-ის სენატში „რესპუბლიკელთა“ უმრავლესობის ლიდერმა მიტჩ მაკკონელმა ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
სენატში სიტყვით გამოსვლისას სენატორმა განაცხადა, რომ მას 3 ნოემბრის არჩევნების სხვა შედეგით დასრულების იმედი ჰქონდა, მაგრამ საარჩევნო კოლეგიამ თავის სიტყვა თქვა. „ასე რომ, დღეს მე მსურს, არჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, მივულოცო,“- აღნიშნა მაკკონელმა.
მისივე თქმით, „ყველა ამერიკელს შეუძლია, იამაყოს, რომ ქვეყანას პირველად ჰყავს არჩეული ქალი ვიცე-პრეზიდენტი“.
მოგვიანებით ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის მიტჩ მაკკონელს ტელეფონით ესაუბრა და მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა.


