Accentnews.ge
იაპონიაში ფრინველის გრიპს ებრძვიან

იაპონიაში ფრინველის გრიპს ებრძვიან

16/12/2020 06:32:16 მსოფლიო

იაპონიაში, 47-დან 11 პრეფექტურაში, ფრინველის გრიპს ებრძვიან.

როგორც „როიტერი“ წერს, გასული დღე-ღამის განმავლობაში გრიპი კიდევ ორ პრეფექტურაში დაფიქსირდა.

ამ პრეფექტურებში აქტიურად მიმდინარეობს დაინფიცირებული ფრინველების განადგურება. ფერმებში, სადაც ვირუსი დაფიქსირდა, კარანტინია გამოცხადებული.

იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დავირუსებული ფრინველის ხორცის ან კვერცხის ჭამის შემთხვევაში ადამიანი დაინფიცირება შეუძლებელია.

იაპონიაში ფრინველის გრიპის პირველი შემთხვევა ნოემბრის დასაწყისში დაფიქსირდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S