Accentnews.ge
"სოციალური ფონი მძიმეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი წავახალისოთ, უკანონობა ჩაიდინოს"

"სოციალური ფონი მძიმეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი წავახალისოთ, უკანონობა ჩაიდინოს"

15/12/2020 18:35:48 საზოგადოება

"სოციალური ფონი მძიმეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი წავახალისოთ, უკანონობა ჩაიდინოს", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ აფრიკის დასახლებაში დღეს განვითარებულ პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

"ვწუხვარ, რომ სოციალური ფონი მძიმეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი წავახალისოთ, უკანონობა ჩაიდინოს. რას ვეუბნებით იმ ადამიანებს, ვისაც 300 ლარის მითვისებისთვის კანონის სრული სიმკაცრით ვუდგებით. ამ შენობებში, რომელთა დემოტაჟიც განხორციელდა, არ ცხოვრობდნენ ადამიანები. აბა, როგორ უნდა გაგვეკეთებინა?! მიგვეშვა ეს კონკრეტული მშენებლობები, დაამთავრებდნენ მშენებლობას, შესახლდებოდნენ და მერე მივსულიყავით, დაგვენგრია და გამოგვეყარა ამ სიცივეში?!", – განაცხადა კალაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის ეთერში.

ცნობისთვის: თბილისში, აფრიკის დასახლებაში დღეს დედაქალაქის მუნიციპალურმა ინსპექციამ პოლიციის დახმარებით შენობები დაანგრია. მერიის განცხადებით, მოქალაქეებს შენობები სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უკანონოდ ჰქონდათ აშენებული. საცხოვრისების მშენებლობა ადგილობრივებმა გააპროტესტეს. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, დააკავეს 8 პირი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S