თბილისის მერიასთან აფრიკის დასახლებაში სახლების დემონტაჟი გააპროტესტეს
15/12/2020 16:24:59 საზოგადოება
თბილისის მერიასთან აფრიკის დასახლებაში მცხოვრებთა მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მერიის მიერ სახლების დემონტაჟი გააპროტესტეს და მოსახლეობას მხარდაჭერა გამოუცხადეს.
მათი განცხადებით, აქციები გაგრძელდება.
თბილისში აფრიკის დასახლებაში დღეს დედაქალაქის მუნიციპალურმა ინსპექციამ პოლიციის დახმარებით შენობები დაანგრია. მერიის განცხადებით, მოქალაქეებს შენობები სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უკანონოდ ჰქონდათ აშენებული. საცხოვრისების მშენებლობა ადგილობრივებმა გააპროტესტეს. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, დააკავეს 8 პირი.


