კლინიკა „ბომონდში“ კორონავირუსისგან ხუთი ჩვილი გამოჯანმრთელდა, მათ შორის ყველაზე უმცროსი 16 დღისაა
15/12/2020 12:15:25 საზოგადოება
ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ კორონავირუსისგან ხუთი ჩვილი გამოჯანმრთელდა. მათგან ყველაზე უფროსი ერთი თვის, ყველაზე უმცროსი კი 16 დღისაა.
როგორც „ბომონდის“ კლინიკურმა მენეჯერმა, მამია ყიფიანმა განაცხადა, ჩვილები კლინიკაში სამეგრელოდან, თერჯოლიდან, ზესტაფონიდან და ქუთაისიდან შეიყვანეს.
ამ დროისთვის კლინიკაში ერთი კოვიდინფიცირებული ჩვილი რჩება, რომელიც 25 დღის არის. ის სტაციონარში ოთხი დღის წინ ცხელებით შეიყვანეს.
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 3 837 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 44 პაციენტი, 3 105 პირი გამოჯანმრთელდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 194 900 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 164 786 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1883 გარდაიცვალა.


