Accentnews.ge
აჭარის უმაღლეს საბჭოსთან კვლავ ხმაურია, ამ დროისთვის აქციის 7 მონაწილეა დაკავებული

აჭარის უმაღლეს საბჭოსთან კვლავ ხმაურია, ამ დროისთვის აქციის 7 მონაწილეა დაკავებული

15/12/2020 10:03:49 საზოგადოება

აჭარის უმაღლეს საბჭოსთან სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გრძელდება. აქციაზე საერთო ჯამში 7 პირი დააკავეს. მათ აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობაზე სტიკერი წარწერით „მონობა ტეხავს" გააკრეს.

სამართალდამცველების ინფორმაციით, აქციის მონაწილეები პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს.

ამ დროისათვის აჭარის უმაღლეს საბჭოსთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები მივიდნენ და სამართალდამცავებისგან განმარტებებს ითხოვენ, თუ რატომ დააკავეს მათი მხარდამჭერები. პარალელურად, აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომის პარალელურად ორგანიზაციების „ალტერნატივისა“ და „იმოქმედეს“ წარმომადგენლები დილიდან საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი მხარდაჭერას ოპოზიციას უცხადებენ და უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S