Accentnews.ge
პუტინმა ბაიდენს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

პუტინმა ბაიდენს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

15/12/2020 08:41:59 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჯო ბაიდენს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში განმარჯვება მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მისი ცნობით, პუტინმა ბაიდენს პოლიტიკაში წარმატება უსურვა და განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს, განსხვავებების მიუხედავად, მრავალი პრობლემის მოგვარებაში შეუძლიათ წვლილის შეტანა.

"მე მზად ვარ თქვენთან ურთიერთობისა და კონტაქტებისთვის”, - ნათქვამია პუტინის მისალოც წერილში.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის საარჩევნო კოლეგიამ ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად 14 დეკემბერს დაამტკიცა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S