Accentnews.ge
საქართველოს საელჩო ბრიტანეთში მყოფი მოქალაქეებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საელჩო ბრიტანეთში მყოფი მოქალაქეებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

15/12/2020 06:56:57 საზოგადოება

გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩო ბრიტანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„​კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, 16 დეკემბრიდან ლონდონში, ასევე ესექსისა და ჰერდფორდშირის საგრაფოების ნაწილში „კოვიდგანგაშის“ მესამე, „ძალიან მაღალი“ დონე იქნება შემოღებული.

მესამე „ძალიან მაღალი“ დონე მოიცავს შემდეგს:

• დახურულ და ღია სივრცეში ოჯახების შერევის აკრძალვა, გამონაკლისია ე. წ. „მხარდამჭერი წრის“ წევრები. არაუმეტეს ექვსი პირის შეკრება მხოლოდ საჯარო ღია სივრცეში;

• სტუმართმოყვარეობის სექტორი იხურება;

• სახლიდან მუშაობა, სადაც ეს შესაძლებელია;

• ყველა სახის სავაჭრო ობიექტი და საგანმანათლებლო დაწესებულება, ასევე გამაჯანსაღებელი (გარდა ჯგუფური აქტივობებისა), გასართობი (გარდა დახურულისა) ღიაა;

• სპორტული, ცოცხალი შესრულების და ბიზნეს ღონისძიებების ჩატარება დაუშვებელია;

• პირმა არ უნდა დატოვოს ის ზონა, სადაც „ძალიან მაღალი“ დონის შეზღუდვები მოქმედებს“, – აღნიშნულია საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.

გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩო ასევე განმარტავს, რომ რეგულაციების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://www.gov.uk/government/news/london-south-essex-and-south-hertfordshire-to-move-to-tier-3-restrictions

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S