აშშ-ის ამომრჩეველთა კოლეგიამ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ჯო ბაიდენი გამოაცხადა
15/12/2020 06:10:45 მსოფლიო
აშშ-ის ამომრჩეველთა კოლეგიამ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ჯო ბაიდენი გამოაცხადა.
ამჟამად ბაიდენს 306 ხმა აქვს, ხოლო მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს – 232. პრეზიდენტად დამტკიცებისთვის საარჩევნო კოლეგიის მინიმუმ, 270 წევრის თანხმობა იყო საჭირო.
კოლეგიის მიერ დამოწმებული შედეგები ოფიციალურად 6 იანვარს გამოცხადდება, 20 იანვარს კი პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება.


