Accentnews.ge
ნიდერლანდებმა ქვეყნის ხელმეორედ ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო

ნიდერლანდებმა ქვეყნის ხელმეორედ ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო

15/12/2020 05:56:36 მსოფლიო

ნიდერლანდებმა ეპიდვითარების გაუარესების გამო ქვეყნის ხელმეორედ ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.

პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს განცხადებით, საგანგებო მდგომარეობა დღეიდან 19 იანვრამდე იქნება ძალაში.

15 დეკემბრიდან არააუცილებელი პროდუქტით მოვაჭრე მაღაზიები, მუზეუმები და სპორტდარბაზები დაიკეტება. 16 დეკემბრიდან სკოლები და უნივერსიტეტები დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ.

მთავრობამ მოქალაქეებს მოუწოდა, სტუმრად დღის განმავლობაში 13 წელს გადაცილებული მაქსიმუმ ორი ადამიანი მიიღონ, შობის დღეებში, 24-დან 26 დეკემბრამდე, ეს შეზღუდვა შედარებით მსუბუქდება და ოჯახებს სამი ადამიანის სტუმრად მიღების შესაძლებლობაც ექნებათ.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდები კორონავირუსის პირველი ტალღის დროსაც იყო ჩაკეტილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S