აშშ-ში „ფაიზერის“ ვაქცინით პირველი მოქალაქე აიცრა
14/12/2020 20:05:14 მსოფლიო
აშშ-ში კომპანია „ფაიზერის“ ვაქცინით პირველი ადამიანი აიცრა. მედდა სანდრა ლინდსი კორონავირუსით ინფიცირებულ კრიტიკულად მძიმე პაციენტებთან მუშაობს.
ვაქცინაციის პროცესს ნიუ იორკის გუბერნატორი ენდრიუ კუომო პირდაპირ ეთერში, ვიდეოკონფერენციის ფორმატში აკვირდებოდა.
აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კომპანია "ფაიზერის" მიერ წარმოებულ ვაქცინას ავტორიზაცია 11 დეკემბერს მიანიჭა, რის შედეგადაც, მიჩიგანში მდებარე კომპანიის ქარხნიდან ასობით ათასი დოზის ქვეყნის მასშტაბით დისტრიბუცია დაიწყო. ვაქცინაციისას პრიორიტეტი პანდემიის წინა ხაზზე მყოფ მედიკოსებს და ხანდაზმულებს მიენიჭებათ.


