Accentnews.ge
აშშ–მა თურქ მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა

აშშ–მა თურქ მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა

14/12/2020 19:30:33 მსოფლიო

რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400-ის შეძენის გამო, აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა,- ამის შესახებ აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტში განაცხადეს.

„სანქციების მეშვეობით ამერიკის მოწინააღმდეგეებისთვის წინააღმდეგობის გაწევის“ კანონის ფარგლებში, აშშ-მა სანქციები დაუწესა თურქეთის თავდაცვითი მრეწველობის სამმართველოს, მის ხელმძღვანელს, ისმაილ დემირსა და თურქეთის კიდევ სამ მოქალაქეს.

„ჩვენი გაფრთხილების მიუხედავად, თურქეთმა რუსეთისგან С-400-ის სისტემა შეიძინა. თურქეთის თავდაცვითი მრეწველობის სამმართველოსთვის დაწესებული დღევანდელი სანქციები ცხადყოფს, რომ აშშ სრულად განახორციელებს „სანქციების მეშვეობით ამერიკის მოწინააღმდეგეებისთვის წინააღმდეგობის გაწევის“ კანონს. აე მოვითმენთ რუსეთის თავდაცვის სექტორთან მნიშვნელოვანი გარიგებების დადებას“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ.

თურქეთის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400-ის შეძენის გამო, თურქეთისთვის დაწესებული სანქციები აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობებზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს.

„თურქეთი აშშ-ს მოუწოდებს, სანქციების შესახებ გადაწყვეტილებას გადახედოს და შექმნილი სიტუაციის დარეგიულირება დიალოგისა და დიპლომატიის მეშვეობით მოხდეს. თურქეთი თავს არ შეიკავებს ისეთი ზომების მიღებისგან, რასაც საჭიროდ მიიჩნევს თავისი ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის“, - ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

11 დეკემბერს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აშშ-ის განზრახვა, რუსული С-400-ის შეძენის გამო თურქეთს სანქციები დაუწესოს, ნატო–ს მნიშვნელოვანი პარტნიორის უპატივცემულობაა.

„თურქეთი ნატოს წევრი სახელმწიფოა. ამერიკაც ნატო–ს წევრი სახელმწიფოა. თურქეთი ალიანსის წამყვანი ქვეყნების ხუთეულში შედის. თუ ადრე ტრამპი ან ობამა ამბობდნენ, რონ ნატოში ისეთი ქვეყანაა, როგორიც თურქეთია, ახლა აშშ სანქციებზე საუბრობს. ეს ნატოს ფარგლებში პარტნიორის უპატივცემულობაა. მე ამას ასე ვხედავ“, - განაცხადა ერდოღანმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S