Accentnews.ge
ნავალნიმ Bellingcat-ის გამოძიების დეტალები გაასაჯაროვა

ნავალნიმ Bellingcat-ის გამოძიების დეტალები გაასაჯაროვა

14/12/2020 14:54:17 მსოფლიო

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი იმ ადამიანების ვინაობას ასაჯაროებს, ვინც, მისი ინფორმაციით, მის მოწამვლაში მონაწილეობდა.

ნავალნი ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, რომ მის მოწამვლასთან დაკავშირებით გამოძიება ორგანიზაცია Bellingcat-მა ჩაატარა და პროცესში თავადაც ჩაერთო.

როგორც ვიდეოში ნავალნი ჰყვება, ყველა ის პირი, რომელიც მისი მკვლელობის ორგანიზებაში იყო ჩართული, რუსეთის უშიშროების სამსახურის (ФСБ-ს) თანამშრომელი (კრიმინალისტიკის ინსტიტუტის წარმომადგენელი, ქიმიკოსი, ექიმი) ან მასთან კავშირში მყოფია.

ნავალნი ამბობს, რომ ყველა იდენტიფიცირებული პირის ჩართულობა მისი მკვლელობის სპეცოპერაციაში მტკიცებულებებით არის გამყარებული, მათ შორის – ავიაბილეთები იმავე რეისებზე, რომლებითაც ნავალნი გადაადგილდებოდა; სატელეფონო ზარები.

"თავდასხმაში უშუალოდ 3 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებიც მასთან ერთად მიფრინავდნენ ტომსკიდან მოსკოვში. სამიდან ერთერთი იყო ექიმი და ქიმიკოსი. მოწამვლა მოხდა სასტუმროში, თუმცა ისევ დოზა აერიათ და სპეცოპერცია ჩავარდა",– ამბობს ნავალნი Bellingcat-ის მიერ ჩატარებული გამოძიებით შედეგებზე დაყრდნობით.

ნავალნი იმ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ 1997 წელს რუსეთმა ხელი მოაწერა კონვენციას, რომლის მიხედვითაც ქიმიური იარაღის დამზადება იკრძალება, ხოლო არსებული მარაგების განადგურება აუცილებელია.

"შესაბამისად, ნოვიჩიკი რუსეთს არც უნდა ჰქონოდა. მით უმეტეს, არ ჰქონდა უფლება, რომ ის დაემზადა. თუმცა, გერმანიის, საფრანგეთის და შვედეთის მედიკოსებმა დაამტკიცეს, რომ ჩემს ორგანიზმში ნოვიჩოკის ტიპის ნივთიერება აღმოაჩინეს. ლოგიკურია, რომ რიგით ადამიანებს ასეთი ტიპის ნივთიარებაზე წვდომა ვერ ექნებოდათ. მისი დამზადებაც მხოლოდ სახელმწიფოს კუთვნილ ლაბორატორიებში შესაძლებელი. ჩემზე თავდასხმა მოხდა ФСБ-ს ხელმძღვანელის დავალებით რომელმაც დავალება თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინისგან მიიღო", - ამბობს ნავალნი.

მისივე ინფორმაციით, მოწამვლის შემდეგ, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა, "ორგანიზატორებმა დაიწყეს კვალის დაფარვა". კერძოდ, "გააქრეს მისი ტანსაცმელი, სასტუმროში არსებული კამერების ჩაწერებიც, ააგორეს შავი პიარი მის წინააღმდეგ, ექიმები აჭიანურებდნენ მის გადაყვანას გერმანიაში".

ნავალნი მიმდინარე წლის 20 აგვისტოს მოწამლეს. ომსკის ჰოსპიტალიდან ბერლინში გადაყვანის შემდეგ, ექიმებმა მის ორგანიზმში აკრძალული ნერვული აგენტი - "ნოვიჩოკი" აღმოაჩინეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S