Accentnews.ge
პოლონეთში აცხადებენ, რომ COVID-19–ის მესამე ტალღას ებრძვიან

პოლონეთში აცხადებენ, რომ COVID-19–ის მესამე ტალღას ებრძვიან

14/12/2020 12:58:44 მსოფლიო

პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრი ადამ ნიდზელსკი აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მესამე ტალღას ებრძვიან.

მინისტრი თვლის, რომ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები 17 იანვრამდე უნდა გახანაგრძლივდეს.

სადღეისოდ პოლონეთში აკრძალულია ხუთზე მეტი ადამიანის შეკრება; ქორწილები და სამგლოვიარო ცერემონიები; სკოლის მოსწავლეები დისტანციურად სწავლობენ, დახურულია კინოთეატრები და მუზეუმები.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე პოლონეთში „კოვიდ-19“-ის 1 140 572 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 22 960 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S