"2020 წელს სხვადასხვა ქვეყანაში მედიაში მოღვაწე 387 ადამიანი, მათ შორის 130 პირი კორონავირუსის კრიზისის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის დააპატიმრეს"
14/12/2020 11:37:14 მსოფლიო
2020 წლის 1 იანვრიდან ი დეკელმრამდე პერიოდში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მედია ინდუსტრიაში მოღვაწე 387 ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ყოველწლიურ მოხსენებაშია აღნიშნული.
მისივე ცნობით, დაპატიმრების შემთხვევების ნახევარზე მეტი შემდეგ ხუთ ქვეყანაზე მოდის : ჩინეთი (117 ჟურნალისტი), საუდის არაბეთი (34), ეგვიპტე (30), ვიეტნამი (28) და სირია (27).
"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" განსაკუთრებულ ყურადღებას ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს უთმობს, სადაც 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მინიმუმ, 370 ჟურნალისტი დააკავეს, თუმცა მათი უმეტესობა მალევე გაათავისუფლეს.
მისიცე ინფორმაციით, კორონავირუსის კრიზისის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პრესის 130-ზე მეტი წარმომადგენელი დააკავეს. მათგან 14 პირი პატიმრობაში ამ დრომდე რჩება.


