Accentnews.ge
"კორონავირუსის პიკი თითქოს გადავიარეთ, თუმცა ეს თვითდამშვიდების საბაბი არ არის"

"კორონავირუსის პიკი თითქოს გადავიარეთ, თუმცა ეს თვითდამშვიდების საბაბი არ არის"

14/12/2020 09:00:09 საზოგადოება

"კორონავირუსის პიკი თითქოს გადავიარეთ, თუმცა ეს თვითდამშვიდების საბაბი არ არის", – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

"მიუხედავად ინფიცირების შემთხვევბის კლებისა, ვითარება დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. ეს მხოლოდ პირველი ნიშნებია და თვითდდამშვიდების საბაბი არ არის. რადგან, ძირითადად ეს რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული – შემზღუდველი ღონისძიებები, გაფართოებული ტესტირება და ხელმისაწევდომობა და დროული იზოლაცია კოვიდ–დადებითი ადამიანების. ამასთან, პირადის ტარების კულტურის გაზრდა, 65%–მდეა გაზრდილი, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქვეყანაში ადგილი აქვს გარკვეულ ტენდენციას, შეიძლება ვთქვათ, შეჩერდა ზრდის მაჩვენებელი,მაგრამ ეს არავითარ დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. გაფართოებული ტესტირების ფონზე, იგივე ამ კვირაში ჩვენ შესაძლოა, კიდევ გვქონდეს დღევანდელთან შედარებით ინფიცირებულთა ზრდა, მაგრამ დიდი ალბათობით, ეს არ უნდა იყოს ისეთი ზრდა, რომელიც წინა კვირის საშუალო მაჩვენებელს გადააჭარბებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 49 პაციენტი, 3 498 პირი გამოჯანმრთელდა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 191 063 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 161 681 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1839 გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 554 ტესტი, მათ შორის 3 064 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 3 490 - PCR ტესტით.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში შაბათ–კვირის განმავლობაში ტესტზე მოქალაქეთა მიმართვიანობა დაბალია. ქვეყანაში 3 დეკემბრიდან კვირის სხვა დღეებში დაახლოებით 20 000 ტესტი ტარდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S