Accentnews.ge
გამყრელიძე: "Covid-19-მა სიკვდილიანობის მაჩვენებლით ყველა მთავარ ინფექციურ "მკვლელს" უკვე გადააჭარბა"

გამყრელიძე: "Covid-19-მა სიკვდილიანობის მაჩვენებლით ყველა მთავარ ინფექციურ "მკვლელს" უკვე გადააჭარბა"

14/12/2020 08:57:06 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებელმა წლიურ ჭრილში 4 ყველაზე "მკვლელი" ვირუსის მაჩვენებელს გადააჭარბა.

"გლობალურად სიკვდილობამ გადააჭარბა 1,6 მილიონს. ერთი წლის განმავლობაში Covid-19–ით სიკვდილიანობამ გადააჭარბა ინფექციური დაავადებების მთავარ "მკვლელებს"... პირველი არის ტუბერკულოზი, რომლის მსხვერპლიც ყოველწლიურად 1,6 ათასი ადამიანია, შემდეგ მოდის B და C ჰეპატიტები, შემდეგ მოდის შიდსი და მალარია", - განაცხადა მან.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 191 063 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 161 681 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1839 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S