"მომავალი 2 კვირა გვექნება სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა"
14/12/2020 08:52:08 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზრდება.
„მომავალი 2 კვირა გვექნება გაზრდა სიკვდილიანობის მაჩვენებლის. საკმაოდ დიდი რაოდენობა ადამიანების არიან კრიტიკულ მდგომარეობაში, დაახლოებით 400-მდე ადამიანი ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება, არიან კრიტიკულად მძიმე და ყველაფერი კეთდება მათი სიცოცხლის გადასარჩენად. სიკვდილიანობის ზრდა მოსალოდნელი იყო, როგორც წესი 2-3 კვირის შემდეგ ვლინდება სიკვდილიანობის ზრდა როდესაც იზრდება ინფიცირების მაჩვენებელი“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მან მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა:
„49 გარდაცვლილი რაც დღესაა, არის საკმაოდ მაღალი. 29 გარდაცვლილი არის ის მაჩვენებელი, როდესაც შემზღდუველი ღონისძიებები არის აუცილებელი ქვეყანაში. ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ მომავალში, 24 დეკემბრის შემდეგ შემსუბუქების პოლიტიკის განხორციელებასთან მიმართებაში, კარგად უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციის განვითარებას ამ კვირის განმავლობაში და საკოორდინაციო საბჭო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს"


