Accentnews.ge
"ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციის გარკვეული ნიშნები აღინიშნება"

"ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციის გარკვეული ნიშნები აღინიშნება"

14/12/2020 08:33:49 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციის გარკვეული ნიშნები აღინიშნება.

„დღევანდელი მდგომარეობით, ახალი შემთხვევების რაოდენობა ბოლო პერიოდთან შედარებით, უჩვეულოდ დაბალი იყო. იყო 1337 შემთხვევა. გარკვეულწილად ეს უკავშირდება შაბათ-კვირას ტესტირების შედარებით დაბალ ინტენსივობას. თუმცა, დადებითობის მაჩვენელი მაინც სტაბილური რჩება და მიუთითებს იმას, რომ გარკვეული ნიშნები სიტუაციის სტაბილიზაციის აღინიშნება. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო სტაბილიზაციის სურათი აჭარის რეგიონისთვის. აჭარის რეგიონში ეპიდემიის მატება დაიწყო ადრე და ახლა კი შემთხვევების გარკვეული კლებაც აღინიშნება. უნდა დავაკვირდეთ ჩვენ ამ ტენდენციას კიდევ ერთი კვირის გნამავლობაში, სანამ საბოლოო მყარი დასკვნა გვექნება იმის შესახებ თუ რა მიმართულებით მიდის ეპიდემიია როგორც რეგიონებში, ასევე ქვეყანაში", - განაცხადა გაბუნიამ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 49 პაციენტი, 3 498 პირი გამოჯანმრთელდა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 191 063 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 161 681 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1839 გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 554 ტესტი, მათ შორის 3 064 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 3 490 - PCR ტესტით.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში შაბათ–კვირის განმავლობაში ტესტზე მოქალაქეთა მიმართვიანობა დაბალია. ქვეყანაში 3 დეკემბრიდან კვირის სხვა დღეებში დაახლოებით 20 000 ტესტი ტარდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S