ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 49 პაციენტი
14/12/2020 06:56:02 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 49 პაციენტი, 3 498 პირი გამოჯანმრთელდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 191 063 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 161 681 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1839 გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 554 ტესტი, მათ შორის 3 064 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 3 490 - PCR ტესტით.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში შაბათ–კვირის განმავლობაში ტესტზე მოქალაქეთა მიმართვიანობა დაბალია. ქვეყანაში 3 დეკემბრიდან კვირის სხვა დღეებში დაახლოებით 20 000 ტესტი ტარდება.


