იტალიამ კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობით გაერთიანებულ სამეფოს გადაუსწრო
14/12/2020 05:54:20 მსოფლიო
იტალიამ COVID-19-ით დაღუპულთა რაოდენობით გაერთიანებულ სამეფოს გადაუსწრო.
ამჟამად იტალია, კორონავირუსის ფატალური შემთხვევების რაოდენობით დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის პირველ ადგილს იკავებს.
ქვეყანაში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 484 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 64 520-მდე გაიზარდა. გაერთიანებულ სამეფოში COVID-19-მა საერთო ჯამში 64 267 პირი იმსხვერპლა.
იტალიაში ფატალური შემთხვევების ნახევარზე მეტი პანდემიის პირველი ტალღის დროს დაფიქსირდა.


