Accentnews.ge
Reuters – სავარაუდოდ, რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტზე კიბერთავდასხმა განახორციელეს

Reuters – სავარაუდოდ, რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტზე კიბერთავდასხმა განახორციელეს

14/12/2020 05:43:09 მსოფლიო

სავარაუდოდ, რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტზე კიბერთავდასხმა განახორციელეს, – იუწყება Reuters.

აშშ-ის მთავრობას ჯერ–ჯერობით საჯაროდ არ განუცხადებია, ვინ შეიძლება იდგეს ჰაკერების უკან, თუმცა მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმირებულმა პირებმა გამოცემას განუცხადეს, რომ აღნიშნულ კიბერთავდასხმაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.

აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ დეპარტამენტის ერთ-ერთ სააგენტოზე კიბერთავდასხმა განხორციელდა და მათ გამოძიების თხოვნით კიბერ და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოსა და FBI-ს მიმართეს.

გავრცელებული ინფორმაციით, კიბერთავდასხმა იმდენად სერიოზულია, რომ მასთან დაკავშირებით შაბათს თეთრ სახლში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა.

მოსკოვი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ აღნიშნული ბრალდება არის ამერიკული მედიის მორიგი უსაფუძვლო მცდელობა რუსეთი აშშ-ის უწყებების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელებაში დაადანაშაულოს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S