Accentnews.ge
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 14 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 14 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

13/12/2020 19:33:10 საზოგადოება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 14 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქსნისა და ჩარგლის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, ავშნის, ნუშის, ავეტიკ ისაკიანისა და ფირცხალავას ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, შატილის, ძოწენიძის, გამრეკელის, ინტენსიფიკაციის, ამაშუკელისა და ჟღენტის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ლიხაურის, დოლიძის, ბალანჩივაძის, სიმონ ჩიქოვანისა და კიტა ბუაჩიძის ქუჩების მოსახლეობას. 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კანდელაკის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III მიკრორაიონისა და სესილი თაყაიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S