Pfizer/BioNTech-ის კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის შემქმნელი: "COVID-19–ზე კონტროლის დამყარება 2021 წლის ზაფხულის ბოლოსთვის იქნება შესაძლებელი"
13/12/2020 07:29:08 მსოფლიო
"ჩვენი და სხვა ვაქცინების შედეგად COVID-19–ზე კონტროლის დამყარება 2021 წლის ზაფხულის ბოლოსთვის იქნება შესაძლებელი", – ამის შესახებ Pfizer/BioNTech-ის კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის ერთ–ერთმა შემქმნელმა უღურ შაჰინმა Fox News–სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ხალხმა ვაქცინაციაზე უარი არ უნდა განაცხადოს.
"ჩვენი ვაქცინა სანდო და უსაფრთხოა", – დასძინა მან.
უღურ შაჰინის თმით, აშშ-ში ეპიდვითარების გაუმჯობესება შესაძლებელი იქნება ქვეყნის მოსახლეობის, სულ მცირე, 305–ის ვაქცინაციის შემთხვევაში.
მისი განცხადებით, 2021 წლის ბოლოსთვის მსოფლიოში ქვეყნებს Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის 1.3 მილიარდ დოზაზე ექნებათ წვდომა.
ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 72 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 72 126 460 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 1 611 948 ადამიანი იმსხვერპლა. 50 506 678 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 189 726 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 158 183 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1790 გარდაიცვალა.


