ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 2720 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 46 პაციენტი
13/12/2020 06:58:48 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 2720 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 46 პაციენტი, 3942 პირი გამოჯანმრთელდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 189 726 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 158 183 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1790 გარდაიცვალა.


