Accentnews.ge
მედია: ცნობილი კინორეჟისორი კიმ კი-დუკი რიგაში კორონავირუსით გარდაიცვალა

მედია: ცნობილი კინორეჟისორი კიმ კი-დუკი რიგაში კორონავირუსით გარდაიცვალა

11/12/2020 13:49:43 მსოფლიო

კინორეჟისორი კიმ კი-დუკი 59 წლის ასაკში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა,- ამის შესახებ ინფორმაციას ლატვიური Delfi ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ინფორმაცია რეჟისორის გარდაცვალების შესახებ მათ ფესტივალის – ArtDocFest -ის დირექტორმა დაუდასტურა. კიმ კი-დუკი ლატვიაში 20 ნოემბერს ჩავიდა.

კიმ კი-დუკის არაერთი საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის, ვენეციისა და ბერლინის კინოფესტივალების. მან გადაიღო ცნობილი ფილმები – „პიეტა“; „გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი… და ისევ გაზაფხული“; „ცარიელი სახლი“; „კუნძული“ და სხვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S