ირანის საგარეო უწყებაში თურქეთის ელჩი გამოიძახეს
11/12/2020 13:39:22 მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩი დერია ორსი გამოიძახეს.
როგორც სამინისტროში განმარტეს, მიზეზი თურქეთის პრეზიდეტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის „მიუღებელი განცხადებებია“ და თაირანი თურქეთის მთავრობას ახსნა-განმარტებას სთხოვს.
ელჩთან შეხვედრისას, ევრაზიის საკითხებში საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურმა დირექტორმა ხაზი გაუსვა, რომ „მიწების პრეტენზიის და ომის მსურველი იმპერიები ეპოქა დიდი ხანია, დასრულებულია“:
„ირანის ისლამური რესპუბლიკა არავის მისცემს უფლებას, ჩაერიოს მის ტერიტორიულ მთლიანობაში და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ქვეყანა კომპრომისზე წასვლას არ აპირებს“.
ცნობისთვის: ირანული მედიის ინფორმაციით, ბაქოში სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა ხალხური სიმღერის ტექსტი წარმოთქვა, რომელშიც გამოთქმულია მწუხარება მდინარე არაქსით აზერბაიჯანელებით დასახლებული მიწების დაყოფაზე.


