Accentnews.ge
საბერძნეთში საკარანტინე პერიოდი მცირდება

საბერძნეთში საკარანტინე პერიოდი მცირდება

11/12/2020 12:08:26 მსოფლიო

საბერძნეთში კარანტინის პერიოდი შემცირდება,– იუწყება BBC ქვეყნის მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით.

კერძოდ, 18 დეკემბრიდან 7 იანვრამდე ქვეყანაში შესულ მგზავრებს კარანტინში ყოფნა სამი დღის განმავლობაში მოუწევთ.

გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკლესიები შობის დღესასწაულისთვის გაიხსნება, თუმცა 13 დეკემბრიდან 7 იანვრამდე „კომენდანტის საათი“ ძალაში დარჩება.

საბერძნეთში ჯამში კოვიდ–ინფიცირების 121 253 შემთხვევა გამოვლენილი, მათ შორის 3 370 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S