ყარაჩაი-ჩერქეზეთში, ФСБ–ს შენობის მახლობლად ორი აფეთქება მოხდა
11/12/2020 11:27:37 მსოფლიო
11 დეკემბერს ყარაჩაი-ჩერქეზეთში, უშიშროების სამსახურის (ФСБ) შენობის მახლობლად ორი აფეთქება მოხდა.
"რადიო თავისუფლების" რუსული სამსახურის ცნობით, დაშავდა ექვსი კაცი, მათ შორის – უშიშროების თანამშრომლები და გამვლელები. აფეთქების დროს დაიღუპა თვითმკვლელი მოირიშე.
გავრცელებული ცნობით, პირველი აფეთქება დაბა უჩკეკენში მოხდა, სადაც 1 დეკემბრის დილით მცირე ზომის ნაღმი ამოქმედდა. ხოლო, როდესაც ადგილზე უშიშროების სამსახურის აგენტები მუშაობდნენ, მეორე აფეთქება მოხდა.
შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მუშაობა.წიანსწარი ინფორმაციით, თავდამსხმელი „ექსტრემისტული დაჯგუფებების შეხედულებებს იზიარებდა“ და სანამ თავს აიფეთქებდა, მოასწრო დაყვირება - „ალაჰ აქბარ“.


