ქუთაისში კოვიდინფიცირებული7 ჩვილი გამოჯანმრთელდა
11/12/2020 10:17:08 საზოგადოება
„კლინიკა ბომონდის“ კოვიდცენტრში ახალი კორონავირუსული ინფექციისგან 7 ჩვილი გამოჯანმრთელდა. ჩვილებიდან ყველაზე პატარა 14 დღის, ხოლო ყველაზე დიდი კი ერთი თვისაა.
ჩვილების ნაწილი კლინიკაში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებიდან, ნაწილი კი საცხოვრებელი სახლებიდან გადაიყვანეს. მათი დაინფიცირება დედასთან კონტაქტს უკავშირდება.
ამ დროისთვის კოვიდცენტრში 7 ინფიცირებული ჩვილი რჩება. მათგან ყველაზე პატარა 14 დღის, ხოლო ყველაზე დიდი ერთი თვის არის. მათი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 183,099 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 150,461 შეადგენს. გარდაიცვალა 1,694 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.


