გერმანიამ ერთ დღეში ორი კოვიდ–ანტირეკორდი დაამყარა
11/12/2020 07:45:50 მსოფლიო
გერმანიამ ერთ დღეში ორი კოვიდ–ანტირეკორდი დაამყარა. კერძოდ, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირებისა და კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა.
რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემების თანანახმად, გასული დღე–ღამის განმავლობაში დაავადებამ 598 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 29 875 ახალი შემთხვევა.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 1 200 000–ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 20 970 ადამიანი გარდაიცვალა გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის მეორე ტალღის პერიოდში გერმანიას ქვეყნის ხელმეორედ ჩაკეტვის გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. 10 იანვრამდე დახურულია რესტორნები, ბარები, სასტუმროები, გასართობი და სპორტული დაწესებულებები. ქვეყანაში საახალწლო ბაზრობების უმეტესობა გაუქმებულია. რაც შეეხება ზამთრის კურორტებს, გერმანიას ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული სათხილამურო კურორტების დახურვა მინიმუმ, იანვრის დასაწყისამდე სურს.
9 დეკემბერს ქვეყნის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ შობის დღესასწაულის შემდეგ მაღაზიები (სასურსათოს გარდა) სულ მცირე, 10 იანვრამდე უნდა დაიკეტოს. მისივე თქმით, სკოლებში არდადეგები 10 იანვრამდე უნდა გახანგრძლივდეს.
შობა–ახალი წლის დღეებში გერმანიამ შეზღუდვები ნაწილობრივ შეამსუბუქა. კერძოდ, პირველი დეკემბრიდან ერთმანეთთან შეხვედრას არაუმეტეს ორი ოჯახის წევრები შეძლებენ. მათი საერთო რაოდენობა 10–ს არ უნდა აჭარბებდეს.
რაც შეეხება კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყების პროცესს, გერმანია აღნიშნულს დეკემბერში გეგმავს.


