Accentnews.ge
„დეპუტატი ვარ და პარლამენტში ჩემიანები მელოდებიან“

„დეპუტატი ვარ და პარლამენტში ჩემიანები მელოდებიან“

11/12/2020 07:16:47 საზოგადოება

პარლამენტის შენობოს წინ მოქალაქემ პროტესტის ნიშნად პერფორმანსი გამართა: ის ადგილზე ზებრის ფორმით მივიდა და პოლიციელებს, რომლებმაც მას გზა გადაუკეტეს, განუცხადა, რომ დეპუტატია, წარუდგინა ბეიჯიც.

„სხდომაზე მაგვიანედება და გთხოვთ, გამატაროთ. რეგისტრაცია დაწყებულია და სხომაზე შესვლა უნდა მოვასწრო. პარლამენტის დეპუტატი ვარ. პარლამენტში ჩემიანები მელოდებიან – 90 ზებრა უკვე იქაა“,– განაცხადა მოქალაქემ.

ცნობისთვის: დღეს მე–10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა იმართება, რომელსაც მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაესწრებიან. პარალელურად ოპოზიცია მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში იკრიბება, სადაც ხელმოწერით დაადასტურებენ, რომ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან, საპარალმენტო სიებს ანულებენ და უარს ამბობენ მანდატებზე. ცნობილია, რომ რამდენიმე პარტია მანამ, სანამ სახელისუფლებო გუნდსა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების რესურსი არ ამოიწურება, მანდატებზე უარს არ იტყვის, თუმცა ბოიკოტის რეჟიმში დარჩება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S