Accentnews.ge
მძიმეა 500–ზე მეტი კოვიდ–ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა

მძიმეა 500–ზე მეტი კოვიდ–ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა

11/12/2020 06:54:54 საზოგადოება

ოფიციალური მონაცემებით, ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 30 918 აქტიური შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 6 881 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 20 637 პირი –საცხოვრებელ ბინაზე.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 138 პირი, მათ შორის, თბილისში-533, აჭარაში-154, იმერეთში-241.

მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 436 პირი, მათგან თბილისში-212, აჭარაში-53, იმერეთში -62.

3 400 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 155-თბილისში, 1 571-აჭარაში, 360-იმერეთში.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 017 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-276, აჭარაში-151, ხოლო იმერეთში-28.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 664 ადამიანი, მათ შორის თბილისში-20 134 პირი, აჭარაში-10 723, იმერეთში-5 678”, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების 4 146 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 129 პირი, 37 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯამში ქვეყანაში ინფიცირების 183 099 შემთხვევაა აღრიცხული, მათ შორის 150 461 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 1 694 ადამიანი.

მთავრობის ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 18 894 კვლევა ტესტით ჩატარდა, მათ შორის 11 089 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 805 PCR ტესტით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S