ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს 6 თვით ახანგრძლივებს
11/12/2020 06:28:18 მსოფლიო
ევროკავშირის ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების კიდევ 6 თვით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პრეს-სპიკერმა განაცხადა.
სანქციები 2021 წლის 31 ივლისამდე გახანგრძლივდა. ევროკავშირის ლიდერები საკითხის შემდგომ განხილვას ივნისში გეგმავენ.
ცნობისთვის: ევროკავშირმა რუსეთს სანქციები 2014 წლის ივლისში უკრაიანში რუსეთის ინტერვენციისა და ყირიმის ანექსიის გამო დაუწესა და მის შემდეგ სანქციების მოქმედების ვადას ორგანიზაცია თითქმის ყოველწლიურად ახანგრძლივებს. როგორც ევროკავშირში აცხადებენ სანქციები იმოქმედებს მანამ, სანამ რუსეთი ყირიმის ანექსიას არ შეწყვეტს.


