Accentnews.ge
TIME-მა წლის ადამიანებად ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი დაასახელა

TIME-მა წლის ადამიანებად ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი დაასახელა

11/12/2020 06:08:02 მსოფლიო

TIME-მა წლის ადამიანებად აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დაასახელა.

ჟურნალის მთავარი რედაქტორი ედვარდ ფელსენტალი გადაწყვეტილების მიზეზად "შეერთებული შტატების ისტორიის შეცვლას" ასახელებს.

"გადაწყვეტილება იმის დემონსტრირებაა, რომ თანაგრძნობის ძალების გაერთიანება აღემატება დაყოფასა და მძვინვარებას“, – განაცხადა ფელსენტალმა.

TIME-მა წლის ბიზნეს–პერსონად Zoom-ის აღმასრულებელი დირექტორი ერიკ იუანი დაასახელა.

ჟურნალმა წლის გავლენიანი ადამიანების დასახელების ტრადიციას საფუძველი 1927 წლიდან ჩაუყარა. 2019 წლის ადამიანად ახალგაზრდა ეკოაქტივისტი, შვედი გრეტა თუნბერგი დასახელდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S