Accentnews.ge
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის საკონსულტაციო საბჭომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის დამტკიცებას მხარი დაუჭირა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის საკონსულტაციო საბჭომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის დამტკიცებას მხარი დაუჭირა

11/12/2020 06:05:24 მსოფლიო

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის საკონსულტაციო საბჭომ Pfizer/BioNTech-ის მიერ შექმნილი კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის დამტკიცებას მხარი დაუჭირა.

კომიტეტმა გადაწყვეტილება 17 ხმით 4-ის წინააღმდეგ მიიღო. ერთმა წევრმა თავი შეიკავა.

შეგახსენებთ, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა სამმა ქვეყანამ, გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ და ბაჰრეინმა ოფიციალურად დაამტკიცა. გაერთიანებულმა სამეფოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციის პროგრამა ორი დღის წინ დაიწყო.

კოვორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა მაჩვენებლით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში დადასტურებული კოვიდ–ინფიცირების 15 მილიონზე მეტი შემთხვევა, დაავადებამ 290 000–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S