Accentnews.ge
ნიდერლანდებმა ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა

ნიდერლანდებმა ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა

10/12/2020 19:41:23 მსოფლიო

ნიდერლანდებმა ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა. მათ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობას ედავებიან.

ქვეყნის სადაზვერვო და უსაფრთხოების გენერალური სამსახურის განცხადებით, რუსებმა კონტაქტი დაამყარეს ისეთ ადამიანებთან, რომლებსაც მაღალტექნოლოგიურ სექტორში სენსიტიურ ინფორმაციაზე მიუწვებოდათ ხელი. მათ ინტერესში შედიოდა ნანოტექნოლოგიებზე მეტი ინფორმაციის მოპოვება, რომელთა უმრავლესობა როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო მიზნით გამოიყენება.

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორივე რუსი დიპლომატი "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადა, რაც ნიშნავს, რომ აღარ აქვთ დიპლომატიური საქმიანობის უფლება ნიდერლანდებში და ქვეყანა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დატოვონ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S