ჯო ბაიდენი სოფლის მეურნეობის მდივნის თანამდებობაზე ტომ ვილსაკის წარდგენას გეგმავს
10/12/2020 13:12:04 მსოფლიო
აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სოფლის მეურნეობის მდივნის თანამდებობაზე ტომ ვილსაკის წარდგენას გეგმავს.
ტომ ვილსაკი აიოვას შტატის ყოფილი გუბერნატორია და ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დრო სოფლის მეურნეობის მდივნის თანამდებობას იკავებდა.
ვილსაკს ჯო ბაიდენთან დიდი ხნის ურთიერთობა აქვს და კამპანიის დროს სოფლის მეურნეობის საკითხებში ბაიდენის მრჩეველი იყო.


