Accentnews.ge
საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს  ხელდასმის 30 წლისთავი მიულოცა

საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს  ხელდასმის 30 წლისთავი მიულოცა

10/12/2020 12:27:45 საზოგადოება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, მიტროპოლიტ ონოფრეს მღვდელმთავრად ხელდასმის 30 წლისთავი მიულოცა.

მილოცვის ტექსტს მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ვებ–გვერდი აქვეყნებს:

“მის უნეტარესობას, უნეტარეს ონოფრეს, მიტროპოლიტს კიევისა და სრულიად უკრაინისა

თქვენო უნეტარესობავ!

გულითადად გილოცავთ მღვდელმთავრად ქიროტონიისა და თქვენზე საეპისკოპო მადლის მონიჭების 30 წლის იუბილეს. ჩვენ ვლოცულობთ, რომ უფალმა გაგაძლიეროთ თქვენ, რათა შეგეწიოთ მწყემსმთავრული ჯვრის ზიდვაში, რომ თქვენი მაღალი მსახურება კვლავ სათნო იყოს ღმერთისათვის”.

მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია არ აღიარებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას, რომლის ტომოსსაც კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ 2018 წელს მოეწერა ხელი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S