Accentnews.ge
საახალწლოდ შეზღუდვების შემსუბუქების საკითხი შესაძლოა, გადაიხედოს

საახალწლოდ შეზღუდვების შემსუბუქების საკითხი შესაძლოა, გადაიხედოს

10/12/2020 09:34:58 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „შავი პარასკევის“ „ეფექტის“ შეფასება დაახლოებით, ერთ კვირაში იქნება შესაძლებელი და შესაბამისად, „ჯერ ნაადრევია საუბარი იმაზე, გადაიხედება თუ არა საახალწლო პერიოდისთვის დაგეგმილი შემსუბუქება“.

ჯერ ნაადრევია საუბარი იმაზე, გადაიხედება თუ არა საახალწლო პერიოდისთვის დაგეგმილი შეზღუდვების შემსუბუქება. რიცხვები გვიჩვენებს, რამდენად საჭიროა შეზღუდვების მოხსნა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„შეზღუდვებთან დაკავშირებით ყოველდღიურად ვმსჯელობთ. ამ ეტაპზე გვაქვს სტაბილური მაჩვენებელი, რომელიც ბოლო ერთი კვირაა, ნარჩუნდება. ჯერ არ გვაქვს მიღებული „შავი პარასკევის“ ეფექტი, დაახლოებით ერთ კვირაში შევძლებთ იმის შეფასებას, თუ რა გავლენა იქონია ამ ყველაფერმა. შესაბამისად, ჯერ ნაადრევია საუბარი იმაზე, გადაიხედება თუ არა საახალწლო პერიოდისთვის დაგეგმილი შემსუბუქება – რიცხვები გვიჩვენებს, რამდენად საჭიროა შეზღუდვების მოხსნა. სპონტანურად გადაწყვეტილებებს არ ვიღებთ. ჩვენ ვაკვირდებით დინამიკას, ინფექციის მატებას, ლეტალობის შემთხვევებს, კლინიკების გადატვირთულობას. ამ ყველაფრის გაანალიზების შედეგად იქნება მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

იმაზე, რომ შეზღუდვების დაპირებული შემსუბუქება შესაძლოა, გადავადდეს, მინიშნება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემაც გააკეთა:

„უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას, როგორი გვექნება მომავალი კვირა, შემდეგ კიდევ ერთი კვირა, უნდა გავაანალიზოთ. ამის მიხედვით უნდა მიიღოს საკოორდინაციო საბჭომ ბალანსირებული გადაწყვეტილება. უნდა ვიყოთ საკმაოდ ფრთხილად, თუ გავხსნით, და უნდა გაიხსნას, ყველა ღონისძიება მკაცრად უნდა იყოს დაცული.

ისე, ხელაღებით რომ გაიხსნას ყველაფერი, ანალიზის გარეშე და ის რაც „შავ პარასკევს“ მოხდა, მსგავსი განვითარდეს, საახალწლოდ კიდევ პიკი გვექნება. ამიტომ, თუ ორ კვირაში რამეს მივაღწევთ და სტაბილიზაციის ნიშნები ჩანს, წყალში არ უნდა გადავყაროთ. უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იხილეთ ასევე: „ვიმსჯელეთ ზომებზე, რომ გაღებული მსხვერპლი რამდენიმე დღით გახსნის შედეგად წყალში არ გადაიყაროს“

საქართველოში მოქმედი შეზღუდვები სრულად

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S