საქართველო კორონავირუსის გავრცელებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა
10/12/2020 09:08:57 საზოგადოება
საქართველო კორონავირუსის გავრცელებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. აღნიშნულს ადასტურებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ მატებას ქართულმა ჯანდაცვის სისტემამ გაუძლო.
"დავაზუსტებ, ბოლო ორი კვირის მანძილზე ვართ მსოფლიოში 100 ათას მოსახლეზე გავრცელებით პირველ ადგილზე.
შეზღუდუვებიდან ორ კვირაში ვნახეთ, რომ ახალი შემთხვევების ზრდა აღარ გვაქვს. ამან გვაჩვენა, რომ მაშინ, როცა მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ გავრცელებით, ჩვენმა სისტემამ გაუძლო. კი, ხარვეზებით, მაგრამ ფაქტია, რომ გაუძლო და მეტს ვერ გაუძლებდა. პროგნოზები რადგანაც არსებობდა, ამიტომ დაწესდა შეზღუდვები", - განმარტა მან.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 4 570 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 045 პირი, 43 ადამიანი გარდაიცვალა.
ჯამში ქვეყნის ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების 178 953 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 148 332 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 1 657 პირი.
მთავრობის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 636 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 718 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 918 PCR ტესტით.


