Accentnews.ge
ავღანეთში ჟურნალისტი და ქალთა უფლებების დამცველი მოკლეს

ავღანეთში ჟურნალისტი და ქალთა უფლებების დამცველი მოკლეს

10/12/2020 08:58:58 მსოფლიო

ავღანეთში შეიარაღებული თავდასხმისას ჟურნალისტი მალალა მაივანდი და მისი მძღოლი დაიღუპნენ.

თავდასხმა 10 დეკემბრის დილას პროვინცია ნანგარჰარის დედაქალაქ ჯალალაბადში მოხდა.

მალალა მაივანდი 8 წლის განმავლობაში მუშაობდა ადგილობრივ კერძო ტელეარხ Enikass T-ში. ის ცნობილი იყო როგორც ქალებისა და ბავშვების უფლებების აქტიური დამცველი.

მკვლელობაზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ტელეკომპანია Enikass TV-ის ხელმძღვანელმა ზალმაი ლატიფიმ თავდასხმაში დაადანაშაულა „ხალხის მტრები“ და განაცხადა, რომ ტელეარხი საქმიანობისს გამო მუქარებს ხშირად იღებდა.

ავღანეთის ნანგარჰარის პროვინციაში საკმაოდ აქტიურობს როგორც თალიბანიისე მასთან დაპირისპირებული ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S