Accentnews.ge
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, რომელზეც ბაიდენიც იყო მიწვეული, გადაიდო

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, რომელზეც ბაიდენიც იყო მიწვეული, გადაიდო

10/12/2020 07:55:22 მსოფლიო

კორონავირუსის გამო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია გადაიდო,– იუწყებიან კონფერენციის ორგანიზატორები.

როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, წამყვანი მსოფლიო პოლიტიკოსებისა და ექპსერტების შეკრება მიუნხენში პირველი მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება უნდა გამხდარიყო, სადაც მოსალოდნელი იყო აშშ-ის პრეზიდენტის რანგში ჯო ბაიდენის მონაწილეობა, თუმცა შექმნილი ვითარების გამო თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის წინაშე ამჟამად არსებული გლობალური საფრთხეებისა და გამოწვევების გათვალისწინებით აშკარაა იმის საჭიროება, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციამ 2021 წელს, რაც შეიძლება მალე უზრუნველყოს პლატფორმა საერთაშორისო გადაწყვეტილებების მიმღები საერთაშორისო პირების აზრთა გაცვლისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ახალი თარიღის განსაზღვრისთვის, რომელიც გამოცხადდება როგორც კი შეთანხმდება შესაბამის ხელმძღვანელებთან“, – ნათქვამია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის ვოლფგანგ იშინგერის განცხადებაში.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 1963 წლიდან ტარდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S