კრიტიკულია 400–ზე მეტი კოვიდ–ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა
10/12/2020 06:59:13 საზოგადოება
ოფიციალური მონაცემებით, სადღეისოდ საქართველოში კორონავირუსის 28 938 აქტიური შემთხვევაა გამოვლენილი, მათგა მძიმეა 1 130 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 453 პირი, მათგან თბილისში-205, აჭარაში-54, იმერეთში-77.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 4 570 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 045 პირი, 43 ადამიანი გარდაიცვალა.
ჯამში ქვეყნის ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების 178 953 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 148 332 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 1 657 პირი.
მთავრობის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 636 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 718 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 918 PCR ტესტით.
ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში გამოვლინდა.


