აშშ–ში ჯო ბაიდენის ვაჟის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს
10/12/2020 05:42:22 მსოფლიო
აშშ-ში ქვეყნის არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვაჟის წინააღმდეგ გადასახადებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. ამის შესახებ თავად ჰანტერ ბაიდენმა განაცხადა.
მისივე თქმით, გამოძიებას დელავერის შტატის პროკურორები აწარმოებენ. იგი აღნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების შესახებ სამშაბათს შეიტყო, თუმცა დამატებითი დეტალების განსაჯაროებისგან თავს იკავებს.
შეგახსენებთ, რომ მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ უკრაინაში დაწყებული გამოძიების განახლებისკენ მოუწოდებდა. გამოძიება, რომელიც როგორც დონალდ ტრამპი ირწმუნებოდა, იმჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მოთხოვნით შეწყვიტეს. საქმე ერთ-ერთ უკრაინულ ენერგოკომპანიაში, ჰანტერ ბაიდენის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად მუშაობას უკავშირდებოდა.


